
უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტულმა ცენტრმა ვერტმფრენებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით მიიტანა იერიში სეპარატისტების ბლოკპოსტებზე და საბოლოოდ გაათავისუფლა უშიშროების, მილიციისა და მერიის შენობები.
ამ დროისთვის დაპირისპირება სლავაინსკის გასასვლელთან მდებარე ბლოკპოსტთან გრძელდება. ქალაქში ისევ ისმის სროლის ხმა, არიან დაღუპულები და დაჭრილები ორივე მხრიდან. ქალაქის მერი ნელი შტეპა, რომელიც რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა, გაქცეულია.