-
2014-04-13 14:00
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, სადაც უკრაინის უშიშროების სამსახური ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს, უშიშროების სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.
ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი ავრცელებს და წერს, რომ ქალაქის ცენტრში უშიშროების სპეცრაზმმა შეიარაღებული, სავარაუდოდ, რუსი ეროვნების სამხედრო პირებით სავსე ავტობუსი ალყაში მოაქცია და განაიარაღა. ამ დრომდე ქალაქში სროლის ხმა ისმის.
უკრაინის შს მინისტრი ამბობს, რომ სპეცოპერაცია გაგრძელდება და მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დატოვონ ქალაქის ცენტრი, ხოლო მათ, ვინც შინ არიან, მოუწოდებს, რომ ფანჯრებთან არ მივიდნენ.