
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქრისტიან მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.
პრეზიდენტის მილოცვა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:
"დღეს მართლმადიდებელი საზოგადოება ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ბზობას ზეიმობს. თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.