
დღეს ბზობაა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას აღნიშნავს.
ყველა მოქმედ ეკლესიაში დღეს ბზას აკურთხებენ. საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ხვალიდან მორწმუნეებისათვის ვნების შვიდეული იწყება. ერთ კვირაში მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.