-
2014-04-13 12:26
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ამ დროისთვის ლიკვიდირებულია სეპარატისტთა მიერ ქალაქის სესასვლელში განტავსებული ბლოკ-პოსტი. უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის უშიშროების სპეცრაზმა.
ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია დაჭრილებისა ან დაღუპულების შესახებ. სეპარატისტთა ხელში რჩება სლავიანსკისა და კრამატორსკის მილიციის განყოფილებები.
უკრაინის შს მინისტრი, აუწყებს რა მოსახლეობას გახსნილი ცეცხლის შესახებ, მას ქალაქის ცენტრის დატოვებისკენ ან სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ანტიტერორისტული ოპერაცია დონბასში გღზელდება.
შეგახსენებთ, რომ კრამატორსკის მილიციის შენობა კომუფლირებულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილმა ე.წ. თავდაცვითი რაზმების წევრებმა აიღეს და ამისთვის ცეცხლიც გახსნეს. დაიჭრა ერთი მილიციელი. კადრები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა, "აფხაზეთის ხმამაც" გამოაქვეყნა და იგივე კადრებს ამ მასალასაც თან ურთავს.