
ტელეკომპანია "იმედი" აანონსებს რა 13 აპრილის გადაცემას "პანორამა", ანონსში ორჯერ, გადაცემის რესპოდენტების პირით ახსენებს "რუსთავი-2"-ს, სამაუწყებლო კომპანიისთვის არასასურველ კონტექსტში.
გადაცემის პრომოს მიხედვით, "რუსთავი-2"-ის ოპერატორებმა, მაშინ როცა სპეცოპერაცია "ენვერის" გადაღება მიმდინარეობდა, ჯაშუშობისთვის დაკავებული პირების აყვანის სცენის გამეორება რამდენჯერმე ითხოვეს იმ მიზეზით, რომ კადრის გადაღება ვერ მოასწრეს.