-
2013-07-25 18:26
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულმა მხარემ საველე სამუშაოებზე 1000-ზე მეტი ახალწვეული და 100 ერთეულამდე სპეციალური ტექნიკა გაიყვანა.
ამასთან, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თხრილების გავლება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა „ნაშა აბხაზია“ იტყობინება და მიუთითებს, რომ სამუშაოები ერთდროულად ორგან: წებელდასა და ნაგვალოუში მიმდინარეობს.
სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები 100 კმ-ის სიგრძის სამხედრო მარშირებულ გადასროლას გაივლიან, გამოავლენენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დროს საჭირო თვისებებს, ასევე ჩაატარებენ პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების დროს საჭირო ღონისძიებებს.
ამავე სწავლების ფარგლებში მოტომსროლელი და საარტილერიო ქვედანაყოფები გაივლიან სროლის კურსებს იმიტირებული ტანკების მიმართულებით 200 და 700 მეტრის სიშორეზე. სროლებში სწავლების ეპიზოდების 50% ღამის პირობებში ჩატარდება.