-
2014-03-25 17:12
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი უწყებრივი ჯილდო, მედალი „ყირიმის დაბრუნებისთვის“ შემოიღო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
მედლის პირველი მფლობელი ყირიმის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი სერგეი აქსიონოვი გახდა. მედლები მიიღეს ასევე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელებმა, საზღვაო ქვეითებმა და სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრებმა.
მედალი მათ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გადასცა, რომელიც ყირიმში იმყოფებოდა. მედლის პროტოტიპია 1944 წელს გამოცემული მედალი: „ყირიმის გათავისუფლებისთვის“.
