-
2014-03-24 15:10
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად მწერალ ზურაბ ქარუმიძის სესაძლო დანიშვნის გამო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა უკმაყოფილება „ასავალ-დავალთან“ გამოთქვა.
პარლამენტის წევრს ქარუმიძის მიმართ პრეტენზიები მისი მხრიდან სვანეთის მისამართით გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაუჩნდა:
„ქარუმიძეს ყოველ მეორე სიტყვაზე „ფალოსი“ აკერია პირზე, ეტყობა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს, შეიძლება რამეზე ვეკამათო? დიახ, პირდაპირ ასე დაწერეთ - ქარუმიძე არის ფალოსი და ჩემი ეს შეფასება გადამოწმებას არ ექვემდებარება“, - ამბობს ჯაჭვლიანი და ელჩების დამტკიცების პროცედურასაც ეხება:
„ელჩები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და აქედანვე ავცხადებ, ვინც პარლამენტში ხმას მისცემს ქარუმიძის ელჩად გაშვებას, მე, სოსო ჯაჭვლიანი ყველას ფალოსს დავუძახებ და მერე არვის ეწყინოს“, - ამბობს ინტერვიუში ჯაჭვლიანი.