-
2014-03-24 12:51
ამ წუთებში ხმაურია რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლის წინ, სადაც „ევრაზიული კავშირი“ ყოფილ იუგოსლავიაში ნატოს ქმედების საწინააღმდეგო კინოჩვენებასა და მსვლელობას გეგმავს.
პარალელურად, ადგილზე იმყოფებიან გუშინ „ფეისბუქით“ დაანონსებული კონტრაქციის წარმომადგენლები – საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში კრემლის პოლიტიკას უარი უნდა ეთქვას.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დამცავი ბარიერები განათავსა. ორი აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
ფოტოები გადაღებულია აქციების მიმდინარეობის ადგილზე





