-
2014-03-24 12:22
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ხაჩიძე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საოცარი კაცია:
„როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ირკვევა, თებერვალში, უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ერთხელ უკვე იყო საუბარი ღარიბაშვილთან, პოლიტიკური დევნის შეჩერებაზე:
"საოცარი" კაცია ირაკლი ღარიბაშვილი. ბიძინასგან ერთხელ ნათქვამი ჰყოფნის და ობამას მეორედ დასჭირდა გამეორება“, – წერს გოგა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყოველდღიური კონტაქტი აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და რომ ის „მეორედ თქმას არ საჭიროებს“.