
ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს გამვრცელებლის ვინაობა სოციალურ ქსელებში ამჯერად ჰაკიმ–ფაშას სახელთან ერთად გაიხსენეს. ამ თემაზე სხვადასხვანაირად ხუმრობენ.
ჟურნალისტი დავით პაიჭაძე სიტუაციას ექსპრომტად დასტატუსებული ერთი სტროფით ეხმიანება:
„საქართველოს აქიმბაშის
- იმედი მაქვს ჰაკიმ ფაშის.
დავამატებ ხოკუს ტაეპს:
შველას შევთხოვ ჩოკუტაევს“.
„რადგან ექსპერტ–აქიმბაში
გამოკეტეს გალიაში“, – ამატებს კიდევ ერთი ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი.