-
2014-03-24 11:31
საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრის საქმიანობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ღარიბაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
მისივე განმარტებით საქართველოს მთავრობაში შეუცვლელი არავინ არის:
„არ ვარ აღფრთოვანებული ყველა მინისტრის მუშაობით. მათგან და უპირველესად, საკუთარი თავისგან მაქსიმუმს მოვითხოვ. მაქვს შენიშვნები რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მთავრობაში არავინ არის შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.