
ბრიუსელში საერთაშორისო ფორუმი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც გამართული შეხვედრების მსჯელობის მთავარი თემა ე.წ. რბილი ძალის გამოყენება იყო.
კონფერენციის მსვლელობისას საკუთარი პოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდემტმა მიხეილ სააკაშვილმაც გამოხატა. მან რუსეთის იმპერიალურ გეგმებსა და დასავლეთის მხრიდან მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„რუსეთმა ბოლო არჩევნებში 2 მილიარდი დააბანდა, რომელიც რუს ოლიგარქს გადასცა. ხალხმა ხმა მისცა მათ და შედეგად კორუფციის დონის მატება მივიღეთ. ასობით საქმე აღძრულია ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ასევე, შესაძლოა ჩვენ არასდროს აღარ გვქონდეს ნორმალური არჩევნები.
თანხა, რომელიც რბილი ძალის სახით გამოიყენეს, ითვალისწინებდა ქართული რეფორმების მოსპობას, რაც მათ სამხედრო ძალით 2008 წელსაც კი ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინეს,
ამ ფულით ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ სისტემა, რომელიც მოახერხებს იმ ყველაფრის განადგურებას, რაც ემბარგოებით, პროვოკაციებითა და ომით ვერ შეძლეს. როდესაც მაიდანზე მივედი, ხალხის შეძახილი იყო ასეთი, „ჩვენ გვჭირდება თქვენი რეფორმები“, როდესაც მივედი უნივერსიტეტში დამხვდა 300-ზე მეტი სტუდენტი და მათ უფრო მეტი იცოდენენ ჩვენს რეფორმებზე, ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.