
იულია შიხოვცოვა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ ყირიმში ერთ-ერთი უკრაინული ბაზის აღების თვითმხილველი გახდა, აღწერს, რა მოხდა და როგორ:
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუს სამხედროებს უკრაინელებმა უარი უთხრეს იარაღის დაყრაზე, რუსებმა ალყა შემოარტყეს საბავშვო ბაღს, სადაც უკრაინელი სამხედროების შვილები იყვნენ.
„იცით, როგორ აიღეს რუსებმა ბაზა? ერთი გასროლის გარეშე, უსისხლოდ... იმის მიუხედავად, რომ შტაბის მეთაური თხემიდან ტერფამდე პატრიოტი, ყირიმში დაბადებული და გაზრდილი, თავის ჯარისკაცებთან ერთად მზად იყო, ბოლომდე ებრძოლა უკრაინის დასაცავად...
რუსებმა ალყა შემოარტყეს სკოლასა და საბავშვო ბაღს, ხოლო სამხედრო ნაწილს შეუთვალეს: არ დაყრით იარაღს - ბავშვებთან შევალთ...
ნატაშა (აღმზრდელი) ისტერიკაში ჩავარდა და ცუდად გახდა. მას არავისთვის, არასდროს არ სდომია ავი, დღეს კი რუსები დაწყევლა, ოღონდ ასე: მათ უსურვა, ის გადაეტანათ, რაც თავად გადაიტანა, რაც გადაიტანეს ამ ბავშვების მამებმა, რომლებიც ფიცისა და ქვეყნის ერთგულები არიან, მაგრამ ყველაფერზე მაღლა შვილების სიცოცხლეს აყენებენ...
ახლა, როცა ამას ვწერ, მე სწორედ ნატაშას ცრემლები მდის თვალებიდან...
ის ვერ იტანს რუსებს. ვერც ერთს, ვინც ასე, ფართო ხელისგულით ეპოტინება ყირიმს...
მამები კი... მამებმა მდუმარედ დაალაგეს ავტომატები მიწაზე...
რუსები კი ტელევიზიაში იტყვიან: „კიდევ ერთი ბაზა უსისხლოდ...“
და იქვე გამახსენდა: „წინ კი ქალები და ბავშვები იქნებიან... ვნახოთ, როგორ ესვრიან...“
(რედაქციისგან: ბოლოს მოყვანილი ციტატა ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც დაანონსა სცენარი, როგორ აიღებდნენ უსისხლოდ რუსი სამხედროები ყირიმში უკრაინულ ბაზებს).