
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვებზე დაბარება ნიშნავს დიდი სამოქალაქო კონფრონტაციის დაწყებას საქართველოში, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური საკუთარი ”ფეისბუქის” გვერდზე წერს.
"რუსი ოლიგარქის მთავრობის მიზანია მიშას საერთაშორისო ანტირუსული აქტივობის შეზღუდვა. ხელისუფლება მოქმედებს პირდაპირ პუტინის მითითებით.
შეწყალების უფლების გამოყენების გამო პრეზიდენტის დევნა განსაკუთრებით ცინიკურია რუსი აგენტების შემწყალებელთა და სინდისის პატიმრებად გამომცხადებელთა მხრიდან", - ნათქვამია წიკლაურის განცხადებაში.
როგორც დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფიგზე გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილი, 27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე არის დაბარებული.