-
2014-03-22 01:56
გასულ ღამეს სოხუმში, ე.წ. პარლამენტის დე-ფაქტო სპიკერის ვალერია ბგანბას კაბინეტში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ,,აფსნიპრესი“ იუწყება, ხანძარი ღამის 2 საათზე გაჩნდა და ამის შესახებ უშიშროების თანამშრომლებმა სახანძრო სამსახურს შეატყობინა.
დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მისაღები და მოსასვენებელი ოთახი შენობაში მესამე სართულზეა განთავსებული.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მაღალმა ძაბვამ გამოიწვია, რის შედეგადაც ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.
თანამშრომლების განცხადებით, არავინ დაშავებულა, თუმცა მთლიანად დამწვარია ფლიგელი და სარემონტო სამუშაოების ჩატარება გახდება საჭირო.
შენიშვნა: ფოტო მასალას ერთვის თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს სტატიაში აღწერილ ფაქტს