-
2014-03-21 23:42
,,ჟვანიას გარდაცვალების ღამეს ბადრი პატარკაციშვილს დაურეკეს,რომ შემთხვევის ადგილზე აპირებდნენ ჟურნალისტების მიყვანას და ფრიად უხერხულ სიტუაციაში ფოტოების გადაღებას,“- წერს ,,ქრონიკა+“ რედაქტორი ელისო კილაძე ,,ფეისბუქში“.
მისი თქმით, პატარკაციშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს დაურეკა და უთხრა ეს არ გაეკეთებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებდა.
"პირველად და უკანასკნელად ვწერ სტატუსს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე.
ჟვანიას გარდაცვალების ღამეს ბადრი პატარკაციშვილს დაურეკეს, რომ შემთხვევის ადგილზე აპირებდნენ ჟურნალისტების მიყვანას და ფრიად უხერხულ სიტუაციაში ფოტოების გადაღებას.
ბადრიმ დაურეკა მიშას, ეს არ გააკეთოთ, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო. არ ვიცი დაუჯერეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა ფოტოებიც არსებობს.... ახალი ხელისუფლება ისე ნუ იზამს, ძველებზე უარესები გამოჩდნენ.“- წერს კილაძე.