
ბათუმში რაგბის სტადიონის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ფონდის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 2012 წელს წინასაარჩევნო შეხვედრებზე აჭარაში, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ბათუმის რაგბის სტადიონი მათი არჩევნებში გამარჯვებისთანავე აშენდებოდა.
ბათუმში რაგბის სტადიონის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ფონდის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 2012 წელს წინასაარჩევნო შეხვედრებზე აჭარაში, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ბათუმის რაგბის სტადიონი მათი არჩევნებში გამარჯვებისთანავე აშენდებოდა.
1 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილმა შეცვალა თავისი გეგმები და ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა.
საქართველოს რაგბის კავშირს 2014 წელის ივლისამდე სტადიონი უნდა აეშენებინა, დაფინანსება კი ,,ქართუ ჯგუფს“ უნდა გამოეყო, მშენებლობა „ქართუ მენეჯმენტს“ უნდა ეწარმოებინა.
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე 2013 წლის აგვისტოში ამბობდა:
„რაგბის კავშირმა ქალაქ ბათუმის მერიას წარუდგინა პროექტი და სთხოვა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაცემულია 2012 წლის პირველ ივნისს. მშენებლობის დასრულების თარიღად მითითებულია 2014 წლის პირველი ივნისი. დამკვეთია საქართველოს რაგბის კავშირი, ხოლო პროექტის ავტორი შპს „ქართუ მენეჯმენტი“. შეთანხმება იყო, რომ ფონდი „ქართუ“ გამოყოფდა თანხას, რაგბის კავშირი კი „ქართუ მენეჯმენტს“ დაუკვეთავდა სტადიონის აშენებას. ორივე შპს არის ბიძინა ივანიშვილის.
ამის შემდეგ რაგბის კავშირის თავმჯდომარე ფინასთა მინისტრთან აგზავნის წერილს:
„მოგმართავთ თხოვნით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროგრამიდან გამოგვიყოთ 3 მილიონ 600 ათასი ლარი ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის და დააყენოთ საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე, რათა აღნიშნული თანხით სამუშაოების წარმართვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის ფორმით- ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.“
ამას მოყვა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 19 აგვისტოს განკარგულება #1083, რომლის თანამხმადაც საკრებულომ სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის მოთხოვნილი თანხა მიიღო. პრემიერმა საკრებულოს თანხმობა მისცა სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებითაც“.
გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ ფონდ „ქართუს“ ჰქონდა ამ სტადიონის მშენებლობაზე ვალდებულება აღებული და ჯერ კიდევ არსებობს მშენებლობის ვადები, ამიტომ ამ კუთხით თანხის ხარჯვა ბიჯეტიდან არ არის გამართლებული.
ონლაინ გამოცემა ,,benewsbatumi“ წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში აპირებს ჩასვლას და რაგბის სტადიონის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციას. ,,ჩვენ ამ სტატიით გვინდა გამოვეხმაუროთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრათ, რომ წინა წლებში სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისედაც იგეგმებოდა, როგორც რაგბის, ასევე ფეხბურთის სტადიონის,“- წერს ,,benewsbatumi“.