
უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სვანეთის გზაზე. ინფორმაციას ექსკლუზიურად სააგენტო "აქცენტი" ავრცელებს.
როგორც "აქცენტს" ადგილიდან აცნობეს, საინკასაციო მანქანაში, დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს იარაღი გაუვარდა, ტყვია კი მეორე თანამშრომელს მოხვდა, რომელიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს, დამნაშავე კი დაკავებულია.