
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი კომპანია „„თი ვი ემ არ საქართველოს“ მიერ საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
დეპუტატი სტატუსს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს:
„კომპანიამ, რომელიც ტელევიზიების რეიტინგებს ზომავდა, საქმიანობა შეაჩერა.
ჰაკიმ ფაშამ, იგივე ირაკლი ღარიბაშვილმა, დიქტატურისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა“, - წერს ირმა ნადირაშვილი.