
როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიიმ ბრიფინგზე განაცხადა, უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრიანის დსთ-დან გასვლისა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.
მისი თქმით, საბჭომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო რეჟიმის დაწესება უმოკლეს ვადაში დაავალა და უკვე ხვალიდან რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შესვლა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით შეეძლებათ.
პარუბის განცხადებით, უკრაინა მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორ ქვეყნებს მის ტერიტორიაზე საერთო სამხედრო სწავლებების ჩატარების თხოვნით მიმართავს.
პარუბის განცხადებით, ოფიციალური კიევი მიმართავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორ ქვეყნებს ჩაატარონ ერთობლივი სამხედრო წვრთნები.