
სევასტოპოლთან ახლოს მდებარე აეროდრომ „ბელბეკის“ უკრაინული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებმა გუშინ ღამით ცეცხლი გაუხსნეს პროვოკატორებს, რომლებიც აეროდრომის ტერიტორიაზე შეღწევას აპირებდნენ.
ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება და დასძენს, რომ სამხედრო ნაწილში შეჭრის მსურველები შტურმის დროს ხმოვან–მანათობელ ყუმბარებს იყენებდნენ.
მედიის ცნობით, პროვოკატორებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს უკან და გასცილდნენ შემოსაზღვრულ ტერიტორიას, რაც მათი მისამართით ცეცხლი გაიხსნა. სროლიოს შედეგად არავინ დაშავებულა.