-
2014-03-20 02:30
ვაზისუბანში, მესამე მიკრორაიონის ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაცია „აფხაზეთის ხმას“ საგანგებო სიტუაციათა ცენტრ 112–ში დაუდასტურეს: „დიახ, აღნიშნული ფაქტი ნამდვილად მოხდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დამატებითი ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს“, – უპასუხა ოპერატორმა „აფხაზეთის ხმის“ შეკითხვაზე.
„პირველი რადიოს“ ცნობით კი, ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა, რის სედეგადაც ოჯახში სტუმრად მყოფი ცოლ–ქმარი და ოჯახის უფროსის დისშვილები გარდაიცვალნენ. გარდაცვლილთა შორის სამი ქალია. უბედური შემთხვევა ვაზისუბანში საღამოს საათებში მოხდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29