
სერგეი გაიდუკი - უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის მეთაური სევასტოპოლში დააპატიმრეს და ამ დროისთვის პროკურატურაში ჰყავთ. უკრაინული მედიის ამ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ადასტურებს.
სევასტოპოლის პროკურატურაში განმარტავენ, რომ გაიდუკთან შეკითხვები აქვთ, რადგან ის სამხედროებს იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდებდა.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო-საზღვაო ზალების შტაბი სევასტოპოლში შტურმით აიღეს და შტაბის მტავარი შენობის ტაბზე რუსული დროშა ფრიალებს. უკრაინელი სამხედროების ნაწილმა შტაბის ტერიტორია დატოვა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი გაიდუკი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ზალების მეთაურად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოფიციალურმა კიევმა გადააყენა ყოფილი მეთაური ბერეზოვსკი, რომელმაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისადმი დამორჩილების ბრძანება გასცა.