-
2014-03-19 14:37
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო,-ინფორმაციას ,,ტოპ ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თვითმკვლელობამდე გოგონამ იტალიაში მყოფ დედას დაურეკა და უთხრა, რომ უღირსი შვილი იყო და არ იყო ღირსი მისნაირი დედა ჰყოლოდა.
„ამის შემდეგ დედას ტელეფონი გაუთიშა. დედამ სანათესაოში დარეკა და როდესაც გოგონა მოძებნეს, უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილს უფროსი ძმა ჰყავდა. გოგონა ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა,“ - ამბობს ფარცხანაყანების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნიკა თევდორაძე.
http://topnews.com.ge/index.php?newsid=1906