-
2014-03-19 12:53
სევასტოპოლში, პრორუსული აქციის მონაწილეები უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის თავზე რუსული დროშა აღმართეს.
პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა აქცია ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყეს. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შენობაში მას შემდეგ შეიჭრა, რაც მათ ბაზის დამცავი ჯებირი გაარღვიეს. გავრცლებული ცნობებით, მომიტინგეები სამხედრო მოსამსახურეების წინააღდეგ ძალას არ იყენებენ.
უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ სიმფეროპოლში, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის შტურმის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი გარდაცვლილი უკრიანელი სამხედრო, მეორე კი ყირიმის ე.წ. თავდაცვითი რაზმის წარმომადგენელია.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკრმა კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყირიმის დატოვება ან ადგილობრივი არმიის მხარეს გადასვლა შესთავაზა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26