„დინამო თბილისმა“ თემურ ქეცბაია მთავარ მწვრთნელად წარადგინა - ეს ჩემი გუნდია, აქ გავიზარდე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „დინამომ“ ძველი სახელი დაიბრუნოს

Image

„დინამო თბილისმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – თემურ ქეცბაია, ადამიანი, რომელმაც ქართულ ფეხბურთში გამორჩეული კვალი დატოვა და ხანგრძლივი უცხოური კარიერის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

 

„მადლობა ნდობისთვის. მომეცა შესაძლებლობა, ვიმუშაო იმ გუნდში, სადაც დიდხანს ვითამაშე და ახლა, წლების შემდეგ, მწვრთნელად დავბრუნდი. „დინამო“ საქართველოში პირველი გუნდია და უნდა გავაკეთოთ ის, რაც ამ კლუბს შეეფერება.

 

„დინამო“ ყოველთვის იყო და იქნება პირველი გუნდი – ყველა ბავშვი ამ კლუბში მოხვედრაზე ოცნებობს და ყველა რესურსი გააჩნია, რომ იყოს საუკეთესო, თუმცა ამისთვის დროა საჭირო. აქ ბევრი ახალგაზრდა თამაშობს. გუნდს გამოცდილება სჭირდება, ფეხბურთელები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარებიან დიდი მიზნების მიღწევაში და ევროტურნირებზე წარმატებაში. სამწუხაროდ, ჯერ ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. იმედია, დადგება დრო, როცა „დინამო“ ამისთვის იბრძოლებს.

ეს ჩემი გუნდია, აქ გავიზარდე და ყველაფერს გავაკეთებ, როგორც მწვრთნელი, რომ „დინამომ“ დაიბრუნოს ძველი სახელი. რის შეცვლას ვაპირებ? გვინდა, ვითარება გამოვასწოროთ. საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელების დამატება. პრეზიდენტისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ გავძლიერდეთ. სამწუხაროა, რომ „დინამო“ ერთ-ერთ ულამაზეს სტადიონზე თამაშობს და ტრიბუნები ცარიელია – ეს არავისთვისაა კარგი.

ოქრიაშვილს თუ დავიმატებთ? ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც დაუყოვნებლივ შეძლებენ თამაშს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიმატოთ მოთამაშეები, რომლებიც გუნდსაც დაეხმარებიან და ახალგაზრდების განვითარებასაც შეუწყობენ ხელს. ყველა ფეხბურთელი ჩემი თანხმობით მოვა. მინდა ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც კარგად ვიცნობ და „დინამოს“ დაეხმარებიან“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?


ყველაზე კითხვადი დღეს