-
2026-04-11 12:00
დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.
ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს.
მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.
წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.
აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია. ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას უკავშირდება.
ასევე, კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.
ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ. ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას იღბალი, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა მიჰყვეს.