-
2026-03-06 13:46
მუსიკოსი და მომღერალი, ნიკა ადიკაშვილი ალბომზე მუშაობას აგრძელებს. „მიყვარხარ“, - ასე ჰქვია რიგით მეოთხე სიმღერას, რომელსაც მომღერალი მსმენელს სთავაზობს.
მუსიკა, როგორც ყოველთვის თავადვე ეკუთვნის, ტექსტზე ირინა სანიკიძემ იმუშავა, არანჟირების ავტორი კი ზაზა ხუბუკელაშვილია.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ადიკაშვილმა ახალ სიმღერაზე ვიდეო კლიპიც გადაიღო და მისი ნახვა მუსიკოსის YOUTUBE არზე დღეიდან არის შესაძლებელი.
ვიდეო კლიპზე „ლეგო სტუდიამ“ იმუშავა და მისი რეჟისორია ლევან გაბაძე.
ახალი პროექტის, რომლის ავტორი ნიკა ადიკაშვილია, მედია მხარდამჭერია ჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“, რომელიც ექსკლუზიურად მომღერლის სიმღერებსა და ვიდეო კლიპებს რადიოსა და ტელევიზიის ეთერში გთავაზობთ.
ამჯერადაც, ახალი სიმღერის მოსმენა შესაძლებელია რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში, ტალღაზე 98.9 და ვიდეო კლიპის ნახვა კი, ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ ეთერში.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში, ნიკა ადიკაშილმა მსმენელსა და მაყურებელს უკვე სამი სიმღერა და ვიდე კლიპი შესთავაზა - „ცხოვრება ხანდახან“, „როგორ არა“ და „ეიფორია“.
მომღერალი მომავალშიც აპირებს გააგრძელოს პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანიც ალბომის გამოშვებაა.