"მეგონა ყველაზე დიდი ცვლილება გარდატეხის ასაკი იყო, თუმცა ვცდებოდი" - თათა გიორგობიანი იუბილარია

Image

ტელეწამყვანი და მომღერალი თათა გიორგობიანი იუბილარია.

 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, მომღერალი 30 წლის გახდა და დაბადების დღის ფოტოსესიის კადრები, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

"მეგონა ყველაზე დიდი ცვლილება გარდატეხის ასაკი იყო. თუმცა ვცდებოდი. 

დრო გადის და წლიდან წლამდე, მეტ საოცრებას ვპოულობ სამყაროში 

 ერთ-ერთი მთავარი, რაც აღმოვაჩინე 30-იანებში, ესაა უნარი, უდიდესი სიბინძურის მიღმა დავინახო ის სილამაზე, სიმშვიდე, ერთიანობა, რის გადასარჩენადაც ღირს სიცოცხლე, ბრძოლა და ადამიანების სიყვარული. 

 მიზანი, რომელიც ჩემს ეგოზე დიდია და მის მიღმაც არსებობს. მიზანი რომელიც თანდაყოლილი და გარდაუვალია... 

 და ეს სიცოცხლე შეიძლება იყოს სახალისო, სავსე, შემოქმედებითი და სასიამოვნო თუ შენ აკეთებ შენთვის მისიურად სწორ საქმეს 

 რადგან ჩვენ, ყველა, საბოლოო ჯამში ერთნი ვართ 
კოლექტიური არაცნობიერის ნამცეცები ვართ.

 ჩვენ საბოლოოდ ერთ საქმეს ვემსახურებით - სიცოცხლეს, განვითარებას და და საერთო ბედნიერებას. 

ყველა გატყუებთ, ვინც გეუბნებათ, რომ ადამიანი ტანჯვისთვისაა შექმნილი. ტანჯვა თანმდევია ხანდახან, მაგრამ არა აუცილებლობა და მითუმეტეს, არც მიზანი !
ადამიანი ბედნიერებისა და განვითარებისთვისაა შექმნილი 

 ყველა გატყუებთ, ვინც გეუბნებათ, რომ ის თქვენ პრობლემებს მოგიგვარებთ. საბოლოოდ, ყველა თქვენი პრობლემა მაინც თქვენი მოსაგვარებელი გახდება, თქვენი პასუხისმგებლობაა და ნებისმიერი სხვა გამოსავალი დროებითია და შემდეგ უფრო ძვირი ჯდება. 

 ის, რაც სასწავლია - მაინც გესწავლინებათ იოლად და ნებით თუ რთულად- ეს უკვე თქვენზეა 

 რადგან არსებობს ბალანსი და წონასწორობა, რომელიც ჩვენს ამჟამიერ ყოფიერებაზე დიდია და მას სულაც არ სურს ჩვენი ტანჯვა, მას საერთოდაც არაფერიც არ სურს. ის უბრალოდ მიზეზ-შედეგობრივია 

 თუ ახლა ვერ ხვდები, რამ მოგიტანა "უსამართლო" ტანჯვა, რისი შედეგია ის და რას დაედება შემდეგ მიზეზად, უბრალოდ თვალები უკეთ უნდა გაახილო, უნდა ეძებო მიზეზ-შედეგობრიობა და ერთ დღესაც აუცილებლად იპოვი ! იპოვი ბევრ "აჰააააა"-ს ! 

 ამ სისტემის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ გულისა და გონების ერთობლივი თვალით და არა ცალკეულად; მხოლოდ რაციონალური ლოგიკით ან მხოლოდ ემოციებით. 

 ენდე, უსმინე და აცადე შენს უმაღლეს "ზე-მე"-ს. ის უხილავი და ჯადოსნური კომპასია ბედნიერებისკენ"
 - წერს თათა.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?