-
2014-03-16 12:31
დილიდან მიმდინარეობს ყირიმის ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ორ კითხვას უნდა უპასუხოს: სურს თუ არა რუსეთთან მიერთება და სურს თუ არა ყირიმის ადრინდელი კონსტიტუციის აღდგენა.
რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს ყირიმელმა თათრებმა, ხმის მიცემა არ ხდება ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებულ უკრაინულ სამხედრო ნაწილებში. რეფერენდუმს რუსი და ის უცხოელი დამკვირვებლები ესწრებიან, რომლებიც რეფერენდუმს კანონიერად და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მიიჩნევენ. ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ოფიციალურ კიევს არ ემორჩილება, აცხადებს, რომ რეფერენდუმი მშვიდ გარემოში ტარდება და რომ დადებით პასუხს ამომრჩეველთა 80%–ისგან ელოდება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38
-
2015-01-23 05:45