„ფორსაჟის“ ბოლო ნაწილში შესაძლოა პოლ უოკერის პერსონაჟი დაბრუნდეს

Image

ვინ დიზელმა დააანონსა, რომ „ფორსაჟის“ ფინალურ, მე-11 ნაწილში მისი გმირი, დომენიკ ტორეტო, შესაძლოა კვლავ შეხვდეს ბრაიან ო’კონერს - პერსონაჟს, რომელსაც მსახიობი პოლ უოკერი ასახიერებდა.

 

 

მსახიობის თქმით,  ეს ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მან სტუდიას წაუყენა იმისთვის, რომ ისტორია ღირსეულად დასრულებულიყო.

 

ჯერჯერობით უცნობია როგორ დაბრუნდება ბრაიანი ეკრანზე: შესაძლოა ფილმის ავტორებმა გამოიყენონ როგორც არქივის კადრები, ისე CGI ტექნოლოგია ან პოლ უოკერის ძმა კოდი, როგორც ეს ადრე უკვე მოხდა.

 

დიზელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს იქნება ემოციური და ასევე პატივისცემით სავსე მომენტი.

პოლ უოკერი 2013 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა, როცა „ფორსაჟის“ მეშვიდე ნაწილი ჯერ კიდევ გადაღების პროცესში იყო. ფილმის მისი ძმის, კოდის დახმარებით და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაასრულეს.

 

„ფორსაჟი 11“-ის პრემიერა 2027 წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?