
"დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში ნიკოლოზ ხარატმა და მათე მარტიაშვილმა სიმღერა "შენი თვალების ფერია" დუეტში იმღერეს.
განსაკუთრებულმა და უნიჭიერესმა ბიჭებმა მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონება და უთბილესი კომენტარები დაიმსახურეს.
"როგორი ტკბილი ხმა გაქვთ" ; "ყოჩაღ ბიჭებო" ; "განსაკუთრებული ბიჭები ხართ" - წერენ გამომწერები სოციალურ ქსელში.