-
2014-03-15 16:12
არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთერთი დამფუძნებელი სერგი კაპანაძე წერს, რომ რუსეთის მიერ მომზადებული „ხუთი პუნქტის“ მიხედვით, რითაც ამ ქვეყანამ თითქოსდა უკრაინაში სიტუაციის განმუხტვის გეგმა შექმნა, უკრაინა შეწყვეტს არსებობას იმ ფორმით, რა ფორმითაც დღემდე არსებობდა.
სერგი კაპანაძემ „რუსული პუნქტები“ ჩამოწერა და სათითაოდ გაანალიზა: რუსეთმა მოამზადა უკრაინის სიტუაციის განმუხტვის ხუთი პუნქტი, რომელიც დღეს გადასცა ამერიკულ მხარეს. ამ პუნქტებით პრაქტიკულად უთხრა დასავლეთს, რომ სიტუაცია გამოუვალია და უკრაინას და ყირიმს თავს არ დაანებებს. გთავაზობთ ჩემეულ ანალიზს.
1. Незамедлительно выполнить обязательства, содержащиеся в Соглашении об урегулировании ситуации на Украине от 21 февраля 2014 г., по изъятию нелегального оружия, освобождению незаконно занятых зданий, улиц и площадей, а также по организации объективного расследования актов насилия в декабре 2013 г. - феврале 2014 г. - ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება არალეგიტიმურია, სამთავრობო შენობები უკანონოდ დაკავებული - ჩანს უკან დახევა იმაში, რომ არ ითხოვს იანუკოვიჩის დაბრუნებას. თუმცა, რაში სჭირდება ახალ იანუკოვიჩი. მისთვის ყირიმის "ახევა" აღარ გამოვა. - პრაქტიკულად ამ მუხლით ახდენს დღევანდელი მთავრობის დელეგიტიმაციას, რაზეც ითხოვს უკრაინის მთავრობისვე თანხმობას.
2. Без промедления созвать по решению Верховной Рады Украины конституционное собрание с равным представительством всех украинских регионов для новой федеративной конституции, в соответствии с которой: - будут закреплены принципы верховенства закона, защиты прав человека и всех национальных меньшинств, свободы слова и деятельности политических партий и средств массовой информации, а также другие принципы, обеспечивающие политический строй Украины в качестве демократического федеративного государства, обладающего суверенитетом и нейтральным военно-политическим статусом; - უხეშად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში. ფედერაცია ამ შემთხვევაში ნიშნავს უეჭველი დაშლისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
თან ამგვარი მოდელით ფედერაცია ნიშნავს, რომ თვეები და წლები შეიძლება ვერ შეთანხმდნენ კონსტიტუციაზე. ეს კი უკრაინას დიდ ქაოსში ჩააფლობს. - ნეიტრალური სამხედრო პოლიტიკური სტატუსი!!! უარი ნატოზე და, სავარაუდოდ, ევროკავშირზეც!
- русскому языку наряду с украинским будет предоставлен статус второго государственного языка, а остальным языкам - статус в соответствии с Европейской конвенцией о региональных языках и языках меньшинств; - კიდევ ერთი ჩარევა შიდა საქმეებში. რუსული ენის და უკრაინულის გათანაბრება. - სხვა რეგიონებში - პოტენციური აფეთქებები. - регионы будут самостоятельно прямым голосованием избирать органы своей законодательной и исполнительной власти и иметь широкие полномочия, отражающие культурно-историческую специфику каждого из них, в вопросах экономики и финансов, социальной сферы, языка, образования, внешних межрегиональных связей, при обеспечении защиты прав национальных меньшинств, проживающих в каждом субъекте федерации; - ანუ, უკრაინა მიიღებს კიდევ რამდენიმე ყირიმს აღმოსავლეთ ნაწილში, რადგან მოხდება პრო-რუსული მთავრობების ფორმირება - будет запрещено и наказуемо вмешиваться в дела церкви и в межконфессиональные отношения. - ეს სრულიად გასაგებია. იმედი აქვს, რომ გააძლიერებს რუსული ეკლესიის გავლენას. Решение об утверждении проекта новой конституции принимается конституционным собранием на основе согласия всех участников. Проект конституции выносится на всенародный референдум. - ანუ, კონსტიტუციის შესახებ არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული რუსეთის გარეშე.
ერთი მონაწილეც თუ ბლოკავს, ბუნებრივად ნიშნავს, რომ ყირიმი, დონეცკი და სხვა რუსეთის გავლენის ქვეშ არ მიიღებენ იმას, რაც რუსეთს არ აწყობს. პრაქტიკულად, არც ჰყოლია ვითომ უკრაინას ხელისუფლება.
3. Сразу после одобрения новой конституции должно быть назначено проведение при широком и объективном международном наблюдении общенациональных выборов высших органов государственной власти Украины с одновременным проведением выборов органов законодательной и исполнительной власти в каждом субъекте федерации. - ანუ, ყველა არჩევნები ერთად. პრაქტიკულად, ქვეყნის ორად გახლეჩვას ნიშნავს. აღმოსავლეთში ისევ პრო-რუსულები გაიმარჯვებენ და დასავლეთში და კიევში, თუ ამჟამინდელი მთავრობა დარჩება, მას ლეგიტიმურობა აღარ ექნება. - ამასთან, დამკვირვებლები დაესწრონ და გაამართლონ, რომ ასე ხდებაო.
4. Признается и уважается право Автономной Республики Крым определить свою судьбу по результатам свободного волеизъявления ее населения в ходе референдума 16 марта 2014 года. - ყირიმი დაიკარგაო. ზეგ იტყვიან დამოუკიდებლობა გვინდა და უნდა დაეთანხმოთ ამ ამბავსო.
5. Установленный в соответствии с изложенными выше принципами государственный строй Украины ее суверенитет, территориальная целостность и нейтральный военно-политический статус гарантируется Россией, Евросоюзом и США с закреплением резолюцией Совета Безопасности ООН. - სასწაული მუხლია: ანუ, ზემოთთქმულს თუ დაეთანხმებით, რა წყობაც ჩამოყალიბდება იმის გარანტები ჩვენ ვიქნებით. და რაც დარჩება უკრაინისგან, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ვიქნებითო. დაახლოებით იგივეა, ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ ახალ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობენ. - რაც მთავარია, ქვეყნის დაშლაზე ხელმოწერას დაამტკიცებს გაეროს უშიშროების საბჭო. უმძიმეს დღეშია უკრაინა.
პრაქტიკულად, ამ დოკუმენტით, რუსეთმა თქვა, რომ შანსი არ აქვს უკრაინის სიტუაციის დასტაბილურებას. ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება რუსეთისთვის უარის თქმა და ამ დოკუმენტის თავზე გადახევა. მაშინ, ყირიმის ანექსია გარდაუვალი იქნება თვის ბოლომდე. უფრო ჭკვიანური და სახიფათო იქნება, ამაზე ნაწილობრივ დათანამხმება და კომპლექსურ თამაშში შეყოლა, სადაც შეიძება უკრაინამ და დასავლეთმა ერთად გაიმარჯვონ, მაგრამ შეიძლება უმძიმესადაც დამარცხდნენ და მთელი ქვეყანა დაიკარგოს.
ისევ სანქციები და პუტინის შეშინებით თუ გამოვა რამე, თორემ ამგვარად უკრაინა წყვეტს არსებობას იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ ის ვიცით.“, – წერს სერგი კაპანაძე.