-
2024-02-16 16:18
დღეს, 16 თებერვალს, ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის:
„დღეს უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა!
ბერიკ, გამაგრდი ძმაო! მთელი გულით და სულით შენთან ვარ! არ იცი როგორ ველოდებით ყველა იმ დღეს, იმ წამს, შენ რომ თვალს გაახელ, დაგველაპარაკები და დაგვიბრუნდები ძველებურად სიცოცხლით, სითბოთი და სიკეთით სავსე.
აბა, შენ იცი, ბერიკ! შენ გენაცვალე მაგ სუფთა გულში! ჩვენ შენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ! ღმერთი შენსკენ!“ - წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში და ზურა ბერიკაშვილთან ერთად გადარებულ ფოტოს გამომწერებს უზიარებს.