თურქეთში საშოვარზე წასული ქართველი ცოლ–ქმრის დახასიათება ორჰან ფამუქის რომანში „თოვლი“

Image

ორჰან ფამუქის თბილისში ჩამოსვლისა და მასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ნობელიანტ მწერალზე სოციალურ ქსელებში სხვადასხვანაირად აფასებენ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მისი რომანის ფრაგმენტის გამოქვეყნებას, სადაც ქართველი ცოლ–ქმარია აღწერილი.

 

„აიანიუსი“ ფამუქის რომანის ფრაგმენტს აქვეყნებს. მასში თურქეთში საშოვარზე წასული ქართველი ცოლ–ქმრის ცხოვრებაა აღწერილი:

 

„ნახშირისა და ბინძური თეთრეულის სუნით აქოთებულ სარდაფში ჩავიდნენ. კაცი, რომელიც წინ მიუძღოდათ(იგულისხმება შემოწმების მიზნით გაყოლილ სამხედროსა და წიგნის მთავარ პერსონაჟს) გათბობის ქვაბის გვერდით მუყაოს ცარიელი კოლოფებისა და ბოსტნეულის ყუთებისაგან შეკოწიწებულ კუთხეს მიადგა.

 

იქ სახელდახელოდ მოწყობილ საწოლზე ახალგაზრდა ქალს ეძინა. თეთრი ფითქინა კანი ჰქონდა და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო“- წერს მწერალი, თუმცა ქართველი ქალის სილამაზის აღნიშვნის შემდეგ მის დახასიათებას ამგვარად აგრძელებს:

 

„ იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობს. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეებს ცხვირწინ აცლის.

 

ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს უფროსს თვეში ხუთ ამერიკულ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ.

 

თურმე ამბობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახლს ვიყიდით და სიცოცხლის ბოლომდე აღარ ვიმუშავებთო. ყუთებში თურქეთში იაფად ნაყიდ ტყავეულს ინახავდნენ, რომელსაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სარფიანად გაყიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, „თავიანთ“ საქვაბეში დაბრუნებას რაღაც მანქანებით მაინც ახერებდნენ.

 

ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო“ - წერს ფამუქი.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !