-
2024-02-13 13:20
დღეს დავით გომართელი იუბილარია. მომღერალი 63 წლის გახდა.
დავით გომართელმა პირველი მუსიკალური ნაბიჯები სტუდენტობის ასაკში, უნივერსიტეტის ტრიოში, გადადგა. 1995 წლიდან გამოდის ესტრადაზე. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია: ქართული, ინგლისური, იტალიური, რუსული და ესპანური. აგრეთვეასრულებს რუსულ რომანსებსაც. დავითი სატელევიზიო შოუებისა და პროგრამების პოპულარული მონაწილეა. არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული. მისი პოპულარული მეტსახელია - „რემიქსების მეფე“.
მომღერლის დისკოგრაფიაში 8 ალბომი და 20 ვიდეორგოლია. იგი „ღირსების ორდერის“ მფლობელია.