-
2024-02-13 13:04
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული მედიაკონტენტი ტელეეთერში ბრუნდება.
პირველი მარტიდან აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული მედია კონტენტი ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ ტელეეთერში გავა.
შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საინფორმაციო ცენტრსა და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ გაფორმდა.
აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა ტელეეთერში მაუწყებლობა 2017 წლის ივლისში შეწყვიტა.
7 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, რაც ცენტრის პროექტები ტელესივრცეს უბრუნდება.
ამჯერად უკვე "აფხაზეთის ხმაზე".

