
ნუცა ბუზალაძე იუბილარია. მომღერალს 27 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღესთან დაკავშირებით, ნუცამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩემი დაბადების დღეა. არ მჯერა, როგორ სწრაფად გადის დრო, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ყოველი წელი კიდევ უკეთესი და უკეთესია! რა იღბლიანი და ბედნიერი წელი იყო ეს, მადლობა ყველას“, – წერს ნუცა ბუზალაძე.