
ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს პერიოდში "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
იტალიური მედიის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს პერიდოში ჩანიშნავს შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის აგენტთან.
როგორც ირკვევა, კვარაცხელიას ანაზღაურება დაახლოებით 1.2 მილიონი ევროდან დაახლოებით 4-5 მილიონ ევრომდე მოიმატებს.