
იუმორისტი ნიკა არაბიძე „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, იუმორისტი შოუს პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს.
ეთერში გასვლის დრო ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ „კომედი შოუს“ პროექტები დაიხურა. მათ შორის აღმოჩნდა “ნიკა არაბიძის“ შოუც.