
მომღერალმა მარიამ როინიშვილმა, „შაუდღესთან“ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიკო 20 კილოგრამი:
„გამივლია ტანჯვა, კოლაფსამდეც მივსულვარ და უხეში ზომებისთვისაც მიმიმართავს, რომ წონაში დამეკლო. ახლა რომ ვფიქრობ, რა მაქვს გაკეთებული საკუთარი თავისთვის…
ერთ წონაზე ვიყავი გაჩერებული წლები, 30 წლის მერე რაღაცები შემეცვალა. ჩემი სხეული შეიცვალა, სხვანაირად პასუხობს სხვადასხვა საკვებს. ჩემი ორგანიზმი გაჰყვა იმას, რა კვებასაც დღეს მივმართავ. არაფერს ვიკლებ საერთოდ, არც ნაყინს, არც შაქარს, არც მარილს. უმარილო საჭმელი ჩემთვის უგემურია და პირდაპირ ხასიათში გადამდის. საღამოს დაძინებამდე ოთხი საათით ადრე არაფერს ვიღებ… ძილის წინ წყალსაც არ ვიღებ, უზმოზე კი. გამონაკლისები არსებობს, თუკი სადმე მივდივარ…“ - ამბობს მარიამ როინიშვილი „შუადღესთან“ საუბარში.