
გუშინ ღამით ხარკოვში პრორუსული ორიენტაციის აქტივისტებმა ,,პატრიოტების“ ოფისზე შტურმი მიიტანეს, დაპირისპირებისას 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსულად განწყობილი ერთ-ერთი თავდამსხმელი სანადირო თოფით იყო შეიარაღებული. წინასწარი ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი სამართალდამცავია.
ამასთან, უფრო ადრე ხარკოვში ჩხუბი "უკრაინის აქტივისტების" და "ოპლოტას" შორისაც მოხდა. "უკრაინის აქტივისტების" ოფისს თავს "ოპლოტას" წარმომადგენლები დაესხენ. "უკრაინის აქტივისტების" განცხადებით, შენობის ფანჯრებიდან კვამლის გამომწვევი შაშხანები ცვივოდა, ნაგებობა კი ბლოკირებული იყო. თავდამსხმელებმა იარაღი გამოიყენეს. არიან დაჭრილები.
როგორც ,,ლიგა ნეტი“ წერს, ხარკოვის მერმა გენადი კერნესმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია "პროსვიტას" ოფისის შტურმით აღების დროს, სავარაუდოდ ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო.