-
2014-03-15 01:37
ტვ "იმედის" ეთერში "რეაქციის" მიმდინარეობის დროს ტელეკომპანიის ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა, რომელთა შორის აგრესიულად განწყობილები სჭარბობდნენ. ჯგუფში ყოფილი პატიმარი მელორ ვაჩნაძე აქტიურობდა.
ჯგუფის წევრები აგრესიულად შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოსვლას შენობის ეზოდან, გზა გადაუკეტეს ლადო ვარძელაშვილის ავტომანქანას, თუმცა, მანამდე აცხადებდნენ, რომ დეპუტატებთან საუბრის მიზნით მივიდნენ "იმედის" ოფისთან. მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პოზიციამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, მათი გაღიზიანება გამოიწვია.