
კიევის „დინამოს“ პრეზიდენტი იგორ სურკისი აცხადებს, რომ ზაფხულში მოსკოვში დაგეგმილი მატჩი „დინამოსა“ და „სპარტაკს“ შორის, სავარაუდოდ, არ შედგება.
„ამ ვითარებაში მოსკოვში ჩვენი თამაში ვითარებასთან შეუსაბამო იქნება“, - განაცხადა სურკისმა.
ზაფხულში კიევის „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ შეხვედრა მოსკოვში ახალი სტადიონის გახსნას უნდა დამთხვეოდა.