-
2014-03-14 23:48
„მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ხალხს, ყველა საშუალებით დაეცვა თავი, ამას მოჰყვა ის, რომ საათნახევარში ქალაქი ზუგდიდი, პრაქტიკულად, დაიცალა.
ქალაქი იყო მკვდარი, დაკეტილი იყო მაღაზიები, ეს იყო გაჩერებული ქალაქი და ამის მიზეზი იყო ის, რომ ხალხმა დაუცველობა იგრძნო.
არსად ჩანდა რეგიონული ხელმძღვანელობა და ხალხს არავინ იცავდა.“ - განაცხადა მერაბ ქვარაიამ გადაცემაში „რეაქცია“, 2008 წლის აგვისტოში სამეგრელოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ეს განცხადება გააპროტესტა ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ და ქვარაიას დეზინფორმატორობაში დასდო ბრალი: „სრული უმრავლესობა არ გასულა, თქვენ გინდათ თქვათ, რომ 60 ათასმა ადამიანმა ზუგდიდი დატოვა? ეს სიცრუეა, ქალაქი ნორმალურად ფუნქციონირებდა“, - განაცხადა ზაზა გოროზიამ.