-
2017-01-27 18:48
ბედუკაძე მზად იყო, „ციხის კადრების“ ინსცენირებაზე ელაპარაკა, თუმცა ენმ-ს ლიდერშიპი ამით არ დაინტერესდა
-
2016-09-15 19:33
წინასაარჩევნო და საიმიჯო კლიპები ანუ ჩემი საქართველო აქ არის?
-
2016-09-13 18:49
„შავები“ ხაინდრავას გაუნაწყენდნენ: „ხომ აირჩია რძე და ყველი, ჩვენ რას გვერჩოდა...“
-
2016-07-05 16:11
ФСБ - ში სამეგრელოს გუბერნატორზე აგენტურული საქმე ნომერ 1417+1 ინახება - "ქრონიკაპლუსი"
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ. მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება.
“როდესაც სიღნაღს, ბათუმს ვაშენებდით და ლაზიკას ვგეგმავდით, გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ევროპაში და უკეთესად. მომეწონა ნიცაში რაღაც და გადმოვიღეთ ბათუმში უკეთესად, ვალენსიის კოშკის ზუსტი ასლი გავაკეთეთ.
ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ.
ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
