-
2022-06-29 16:24
გუშინ, კინოთეატრ ,,ამირანში“ ნინი ბადურაშვილისა და ანრი ჯოხაძის კლიპის პრემიერა გაიმართა.
,,ზაფხულის წვიმაში“ - ასე ქვია გია მაჭარაშვილის სიმღერას, რომელსაც მერაბ სეფაშვილი ასრულებდა, ახლა კი ამ სიმღერით ნინისა და ანრის კიდევ ერთი დუეტი შედგა და სწორედ კლიპიც აღნიშნულ სიმღერაზე გადაიღეს.
როგორც კადრებიდან ჩანს, კლიპში მერაბ სეფაშვილიც მონაწილეობს.
კინოთეატრში გამართულ კლიპის პრემიერას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, სიმღერის კომპოზიტორი - გია მაჭარაშვილი და მომღერალი მერაბ სეფაშვილი.
სატელევიზიო პრემიერა დღეს, გადაცემა ,,პრაიმშოუში“ შედგება.