-
2022-06-27 14:11
პარასკევს რადიო „აფხაზეთის ხმაზე“ შედგა გურამ შეროზიას ორი ახალი სიმღერის და კლიპის პრემიერა.
„მჯერა“ - სიმღერა,რომელსაც გურამ შეროზია ასრულებს მომღერალ მალიბუსთან ერთად და მეორე, რომელიც სულ ახლახანს ჩაწერა
და მისი სახელია - „ყველაზე მეტად“ ამ სიმღერის კლიპში პირველად გამოჩნდა გურამ შეროზიას მამა.
„იმდენი შრომა მიდის ამ სიმღერებზეც, კლიპებზეც და ყველაფერზე ერთად, რომ როდესაც ადამიანები უყურებენ კეთების პროცესს, რომც არ მოეწონოთ რამე, მინიმუმ დააფასებენ მაინც.
სრული ემოცია რომ დასვა,ისე როგორც შენ გინდა, ამისთვის საჭიროა სიმღერა, ტექსტი და კლიპი-ანუ შესაბამისი ემოციური ვიდეო... მე, როგორც მარკეტერი, ჩემს პროფესიას ვიყენებ ამ ყველაფერში და ყველა კლიპს აქვს რაღაც კონკრეტული მიზანი....ჩემი მიზანია ის, რომ რაღაც კონკრეტული კვალი დავტოვო!... ვიღაცეებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემთან არიან,ვიღაცის მიმართ გულწრფელად და ემოციურად გამოვხატო სიყვარული,სილამაზის სტანდარტების მსხვრევას შევუწყო ხელი და ვთქვა რომ ყველანი ლამაზები ვართ და მთავარი ჩვენი გემოვნებაა....ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული სათქმელი, თავისი ემოცია და მგონია რომ პატარა კვალს მაინც ტოვებს“....
ორივე სიმღერის, ტექსტის და მუსიკის ავტორი არის თავად გურამ შეროზია.
ბლოგერმა თავის საზაფხულო გეგმებზეც ისაუბრა: „ამ ზაფხულს დაგეგმილი მაქვს რომ დავლაშქრო ლათინური ამერიკის ის ნაწილი, სადაც არ ვყოფილვარ: პერუ,ეკვადორი და ჩილე. წასვლა სადაც დაგეგმილი მაქვს ეს არის მექსიკა და მალაიზია-სინგაპური...“